ასაკობრივი პროგრამები

ძილი მართვადი პროცესია. შექმენით პროგნოზირებადი რეალობა თქვენი ოჯახისთვის.

ჩაანაცვლეთ ინტუიციური მცდელობები სისტემური მეთოდოლოგიით. პროფესიული მიდგომა, რომელიც აწესრიგებს ბავშვის განვითარების მთავარ ფუნდამენტს ჯანსაღ და ხარისხიან ძილს.

0-3 თვე 3-12 თვე 1-3 წელი

3 ნაბიჯი მშვიდ ძილამდე

სისტემური მიდგომა, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას მყარ სტრუქტურასა და პროგნოზირებად სიმშვიდეს სძენს.

01
შეარჩიეთ პროგრამა

თქვენი პატარას ასაკის მიხედვით.

02
მიიღეთ პერსონალური წვდომა

გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში და გახსენით სრული მეთოდოლოგია თქვენს პერსონალურ ციფრულ სივრცეში

03
მართეთ პროცესი

დანერგეთ ცვლილებები თქვენთვის კომფორტული ტემპით

შეარჩიეთ პროგრამა

არჩევანი დამოკიდებულია მხოლოდ თქვენი პატარას ასაკზე. თითოეული პროგრამა ზუსტად პასუხობს განვითარების კონკრეტულ ეტაპს.

🔜 მალე

0-3 თვე

ახალშობილის ძილი
  • ძილისა და კვების პროგნოზირებადი, ასაკზე მორგებული რიტმი და სტრუქტურა
  • ჩაძინების ნაზი სტრატეგიები და ძილის ბუნებრივი გახანგრძლივება
  • ახალშობილის ძილის ყველა ეტაპისა და სირთულის მართვის გზამკვლევი
  • უსაფრთხო საძილე გარემოსა და ფიზიოლოგიური ნორმების სრული ბაზა
  • მყარი ფუნდამენტი, რათა ძილი არასდროს გახდეს პრობლემა
🔜 მალე

3-12 თვე

ჩვილის ძილი
  • ძილისა და კვების პროგნოზირებადი, ასაკზე მორგებული რიტმი და სტრუქტურა
  • დამოუკიდებელი ძილი ემოციური კავშირისა და ნდობის შენარჩუნებით
  • ღამის გაღვიძებების შემცირება და ხანგრძლივი, სრულფასოვანი დასვენება
  • დღის ხარისხიანი ძილი და ასაკობრივი გადასვლების უმტკივნეულო მართვა
  • ძილის ასაკობრივი გამოწვევებისა და ახალი სირთულეების დაძლევის სრული გზამკვლევი
🔜 მალე

1-3 წელი

ტოდლერის ძილი
  • ძილისა და კვების პროგნოზირებადი, ასაკზე მორგებული რიტმი და სტრუქტურა
  • დამოუკიდებელი ძილი ემოციური კავშირისა და ნდობის შენარჩუნებით
  • 11-12 საათიანი სრულფასოვანი ღამის ძილი და მშვიდი დასვენება მთელი ოჯახისთვის
  • დღის ძილის ტრანსფორმაციის მართვა და ჯანსაღი ქცევითი საზღვრების ფორმირება
  • ძილის ასაკობრივი გამოწვევებისა და ახალი სირთულეების დაძლევის სრული გზამკვლევი

რას მოიცავს ყველა პროგრამა

📹
ციფრული მოდულები

ეტაპობრივი სამოქმედო გეგმა

📋
ასაკობრივი განრიგები

ასაკის შესაბამისი რეჟიმი

📖
ჩამოსატვირთი მასალები

ყოველთვის თქვენს ხელთ

პრაქტიკული ჩექლისტები

მართეთ თქვენი ყოველდღიურობა

💬
დახურული ჯგუფი

დასვით კითხვა, მიიღეთ პასუხი

🔄
უფასო განახლებები

ერთჯერადი ინვესტიცია, მუდმივი წვდომა

🔓 სამუდამო წვდომა შეძენისთანავე

ვისთვის არის პროგრამა?

✅ თქვენთვის, თუ:

  • გსურთ დამოუკიდებლად იმუშაოთ, თქვენი ტემპით
  • მზად ხართ გაეცნოთ სტრუქტურირებულ მასალებს
  • გსურთ ძილის გამოწვევების ეფექტურად მოგვარება
  • ეძებთ საუკეთესო ღირებულებას მაღალი ხარისხის შედეგისთვის

🤔 ნაკლებად თქვენთვის, თუ:

  • გჭირდებათ მუდმივი, პერსონალური ექსპერტული თანხლება
  • მდგომარეობა კომპლექსურია და მრავალფაქტორიანი
  • გირჩევნიათ ინდივიდუალური (1:1) მუშაობა ექსპერტთან
→ ნახეთ ჩვენი ინდივიდუალური პაკეტები
🎯

მიიღეთ პრიორიტეტული წვდომა

პროგრამების გაშვების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. დაიკავეთ ადგილი პრიორიტეტულ სიაში და მიიღეთ ექსკლუზიური პირობები:

  • ✓ შეტყობინება გაშვებისთანავე
  • ✓ ექსკლუზიური პირობები პირველი ნაკადისთვის
🎉

მადლობა!

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით.

შეტყობინებას მიიღებთ პირველი, პროგრამის გაშვებისთანავე.

🔒 თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია.

ხშირად დასმული კითხვები

წვდომა აქტიურდება გადახდისთანავე. თქვენს ელ-ფოსტაზე მიიღებთ ავტორიზაციის მონაცემებს, რომლითაც შეხვალთ თქვენს პერსონალურ სასწავლო სივრცეში ჩვენს აპლიკაციაში. ეს საშუალებას მოგცემთ, ყველა მასალა, გზამკვლევი და ჩექლისტი მუდმივად ხელთ გქონდეთ და გამოიყენოთ ნებისმიერ დროს.

ონლაინ პროგრამა, ეს არის ძილის მოწესრიგების სრული ციფრული სივრცე, რომელიც თქვენს ტემპზეა მორგებული. მეთოდოლოგია ეყრდნობა პედიატრიის, ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ნევროლოგიის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს. პროგრამა აერთიანებს პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციებს, რათა პროცესი დამოუკიდებლად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს მართოთ. თქვენ იღებთ წვდომას საერთაშორისო სტანდარტების ავტორულ მეთოდოლოგიაზე, რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია აპლიკაციაში.

ინდივიდუალური პაკეტი, ეს არის პერსონალური მენტორობა. ექსპერტის პირდაპირი და ყოველდღიური ჩართულობა თქვენს პროცესში, სადაც კონკრეტული შემთხვევა დეტალურად განიხილება და სასურველ შედეგამდე ინდივიდუალური მეთვალყურეობით მიხვალთ.

დიახ, პროგრამის შეძენისას თქვენ უერთდებით შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მშობელთა დახურულ ჯგუფს. ეს არის სივრცე, სადაც მარტო არ ხართ, შეგიძლიათ დასვათ კითხვა და მიიღოთ მხარდაჭერა როგორც ექსპერტისგან, ისე იმ მშობლებისგან, რომლებიც ზუსტად იმავე ეტაპს გადიან ან უკვე წარმატებით გაიარეს იგივე გზა.

არა. პროგრამა სრულად გამორიცხავს ბავშვის მარტო, ემოციური მხარდაჭერის გარეშე დატოვებას. ჩვენი მეთოდოლოგია ეფუძნება ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ, ემოციური მხარდაჭერის პრინციპებს.

მყარი და სტაბილური შედეგის მისაღებად, როგორც წესი 2-დან 3 კვირამდე თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო. რადგან პროგრამა დამოუკიდებელ მუშაობაზეა გათვლილი, შედეგის ტემპი პირდაპირ კავშირშია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად და თანმიმდევრულად მიჰყვებით პროგრამას. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ

◉ ინდივიდუალურობა: ყოველი ბავშვის ნერვული სისტემა და ტემპერამენტი განსხვავებულია.

◉ ბუნებრივი პროცესი: ძილის ახალი ჩვევის ფორმირება ფიზიოლოგიური ცვლილებაა. პროცესის დასაწყისში შესაძლოა შენიშნოთ უკუსვლის ეტაპი. ეს ნორმალურია და მიანიშნებს, რომ ბავშვის ნერვულმა სისტემამ ძველი მოდელის დავიწყება და ახლის ათვისება დაიწყო. 14 დღე არის ის მინიმალური დრო, რაც ბავშვს ახალი, ჯანსაღი რიტმის სრულად გასამყარებლად სჭირდება.

დიახ. პროგრამა სრულად არის მორგებული ძუძუთი კვების ბუნებრივ რიტმსა და ბავშვის ასაკობრივ საჭიროებებს. ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს ღამის კვების იძულებით შეწყვეტას. პირიქით, ის გასწავლით, როგორ გამიჯნოთ ერთმანეთისგან ძილი და კვების პროცესი ისე, რომ შეინარჩუნოთ თქვენთვის სასურველი კვების რეჟიმი და ამავდროულად, დაეხმაროთ ბავშვს ჯანსაღი და უწყვეტი ძილის ჩვევის გამომუშავებაში.

გჭირდებათ დახმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში?

ონლაინ პროგრამა თუ ინდივიდუალური პაკეტები? დაჯავშნეთ 15-წუთიანი დიაგნოსტიკური კონსულტაცია, სადაც გავეცნობით თქვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს და შეგირჩევთ პრობლემის მოგვარების იმ გზას, რომელიც ზუსტად ერგება თქვენი ოჯახის საჭიროებებს.