მე ვარ ქეთი,

DreamoraBaby-ის დამფუძნებელი და პედიატრიული ძილის სპეციალისტი.

ამ საქმისკენ ჩემი გზა წინასწარი გეგმით არ დაწყებულა. ყველაფერი პირველი მშობიარობით დაიწყო, რომელიც ისე არ წარიმართა, როგორც ამას ჩემი პატარასთვის და ჩემთვის ვინატრებდი. ამაზე ხმამაღლა იშვიათად ვსაუბრობთ და მიზეზიც გასაგებია, ბოლოს ორივენი კარგად ვიყავით და როდესაც ბავშვიც და დედაც ჯანმრთელად არიან თემაც იხურება. და მაინც კვალი ორივეს დაგვრჩა. ის პირველი საათები, როცა ჩემი შვილი ჩემგან წაიყვანეს და ის სიახლოვე, რომელსაც ველოდი, ვერ შედგა, ძალიან რთული დასაწყისის დასაბამი აღმოჩნდა.

დღეები რთული იყო, ღამეები კიდევ უფრო და ამ ყველაფერს დაგროვებითი ეფექტი ქონდა. თავიდან იმას ვიმეორებდი, რასაც ყველა დაღლილი მშობელი ეუბნება საკუთარ თავს: წამოიზრდება და გაგვიადვილდება, რომ ალბათ ეს ნორმაა და არ უნდა მიჭირდეს, და თუ მიჭირს უნდა გავუძლო. სანამ ერთ დღეს ეს ფიქრები სრულიად არ შემოვაბრუნე და ვუთხარი საკუთარ თავს, რომ სულაც არ მინდოდა მალე გაზრდილიყო ეს პაწაწინა არსება. მე მინდოდა, ჩემი შვილის პირველი, ყველაზე ჯადოსნური წლებით დავმტკბარიყავი, მეზრუნა მასზე უკეთ და მიმეცა ის დასვენება რაც მისი განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო. და ეს საბედნიეროდ ასეც მოხდა.

პროფესიით ბუღალტერი ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ცდებს არ მივმართავ. პასუხები მჭირდება, და თუ ამისთვის ბოლომდე უნდა ჩავუღრმავდე ყველა წვრილმანს სანამ ნამდვილად არ გავიგებ, სწორედ ასე ვიქცევი. ასე დაიწყო ეს ისტორიაც.

რაც უფრო სიღრმისეულად ვსწავლობდი ძილის მეცნიერებას, მით უფრო ნათლად ვხედავდი, რომ მშობლებისთვის მიცემული რჩევების უმეტესობა საერთოდ უგულებელყოფს ბავშვის ძილის პრობლემების რეალურ მიზეზებს. კიდევ უფრო იშვიათად ისმის კითხვა, რატომ მუშაობს ერთი მეთოდი ერთ ბავშვთან, მაგრამ არ ამართლებს მეორესთან. სწორედ ამ კითხვამ აქცია ჩემი პირადი ძიება იმ პროფესიად, რომელსაც დღეს ვემსახურები.

ჩემი პროფესიული მომზადება ეფუძნება პედიატრიული ძილის სფეროში ორ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ასობით ოჯახთან მუშაობის მრავალწლიან პრაქტიკას.

ამ საფუძველს კიდევ უფრო ამყარებს ემოციური რეგულაციისა და ტრავმისადმი მგრძნობიარე მიდგომის დამატებითი სპეციალიზაცია.

ეს მიმართულება გადამწყვეტი ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ძილის დარღვევა მხოლოდ რუტინითა და სტრუქტურით არ გვარდება. როდესაც ოჯახმა უკვე გააკეთა ყველაფერი, რაც ბავშვის კარგ ძილს უნდა უწყობდეს ხელს, თუმცა სირთულე მაინც რჩება.

ასეთ დროს მიზეზი იშვიათად არის ზედაპირზე. როგორც წესი, ის ბევრად უფრო ღრმადაა - ორსულობის, მშობიარობისა და დაბადების შემდგომი ადრეული გამოცდილებების კვალში, ნერვულ სისტემასა და იმაში, თუ როგორ ამუშავებს ბავშვი სტრესსა და ემოციებს.

ჩემი მიდგომა ჰოლისტიკური და სისტემურია, რადგან ბავშვის ძილის დარღვევას არასდროს აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი. ის წარმოადგენს ბიოლოგიის, განვითარების ეტაპების, ყოველდღიური ცხოვრებისა და ემოციების გადაკვეთის წერტილს და მოიცავს დამატებით არაერთ ისეთ დეტალს, რომელიც ძილის სურათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

სწორედ ამიტომ, რაიმე ერთი, იზოლირებული ცვლილება იშვიათად აგვარებს პრობლემას. მე არასდროს ვიწყებ მუშაობას ფიქსირებული მეთოდით.

ვიწყებ თქვენი შვილის რეალური ისტორიით. მისი ჩვევებით, ყოველდღიურობითა და წარსულით, რადგან პასუხები უკვე იქ არის. ჩემი საქმე უბრალოდ მათი პოვნა და ამ პასუხებზე მორგებული, სწორი გზის აშენებაა.

წლების განმავლობაში, ასობით ოჯახთან მუშაობის შემდეგ, ჩემი მთავარი მიზანი უცვლელი დარჩა:

ეს არ არის მხოლოდ ბავშვი, რომელსაც კარგად სძინავს - ეს არის ოჯახი, რომელიც იბრუნებს სიმშვიდეს, მოთმინებასა და სტაბილურობის შეგრძნებას ყოველ ახალ დღესთან ერთად.

თუ სწორედ ასეთ ცვლილებას ეძებთ, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით მის მიღწევაში.

დაჯავშნეთ კონსულტაცია გაიგეთ მეტი პროგრამებზე

დაუბრუნეთ მშვიდი ძილი ოჯახს და აღიდგინეთ რესურსი

დაიწყეთ ახალი, სტრუქტურირებული ეტაპი დღესვე. თქვენი და თქვენი პატარას მშვიდი ძილი ჩვენი პრიორიტეტია